„ღამე მუზეუმში“ – აქცია

14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდება აქცია – „ღამე მუზეუმში“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. კერძოდ, გაიმართება ონლაინგამოფენები, ვირტუალური და ლაივტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.

დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი იხილეთ ბმულზე:
http://mes.gov.ge/content.php?id=11377&lang=geo

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები