დავით სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა

10 ნოემბერს დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 172 წლისა და მაჩაბლის 13-ში მდებარე სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის თავზე, დავით სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, სარაჯიშვილისეული სახლის მეორე სართულზე თავი მოიყარა დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის მეომორიალურმა ნივთებმა და სხვადასხვა ისტორიულმა დოკუმენტებმა.
დავით სარაჯიშვილის მუზეუმის შექმნაზე მუშაობდნენ:
ექსპოზიციის ავტორები: ნინო ანდრიაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი, სანდრო ყანჩელი;
მუზეუმის ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე;
ანიმაციის რეჟისორი და მხატვარი: დავით მაჭავარიანი;
აღმოსავლური ოთახის ჭერის რესტავრაცია: დათო გაგოშიძე და შპს „კონსერვაცია და რესტავრაცია“;
ავეჯის რესტავრაცია: ვატო ხოშტარია;
ჭურჭლის რესტავრაცია: თეა კინწურაშვილი.
დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი კომპანია „სარაჯიშვილის“, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის და „თიბისი“ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.
ფინანსური მხარდაჭერი – თბილისის მერია;
უნიკალური ექსპონატები მწერალთა სახლს საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიულმა მუზეუმმა (ქარვასლა) მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები