თორნიკე ოქრიაშვილი: მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას, ხვალ ქართული ერისთვის  უმნიშვნელოვანესი დღეა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა  ჩრდ. მაკედონიასთან გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისარუბა.

ოქრიაშვილის თქმით,  საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია.

„მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართული ერისთვის  უმნიშვნელოვანესი დღეა.

გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას, ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე  ისე მის მიღმა ერთმანეთის გვერდში ვდგავართ“. – თქვა თორნიკე ოქრიაშვილიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები