11 ნოემბერი ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა
11 ნოემბერი ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა. მას დღეს 81 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1939 წლის 11 ნოემბერს თიანეთში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
მუშაობდა გამომცემლობაში „ლიტერატურა და ხელოვნება“ უმცროს რედაქტორად 1963–1967წლებში., გამომცემლობაში „საბჭოთა საქართველო” – რედაქტორად 1967–1972 წლებში., ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში იყო განყოფილების გამგედ, 1972–1998 წლებში. რედაქტორის მოადგილედ, 1999 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
არის ლიტერატურული პრემია „საბას”, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, საქართველოს სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიების ლაურეატი.
„100 ლექსი“ – თბილისი, „ინტელექტი“, 2007;
„ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“ – თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005;.
„წიგნი ამბა ბესარიონისა“ – თბილისი, „არეტე“, 2003;
„შუადღის წიგნი“ – თბილისი, ნაკადული, 1991.
„ლექსები, პოემები“ – თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1991;
„აგონიური“ – თბილისი, „მერანი“, 1991;
„მიკარნახე, ანგელინა“ – თბილისი, „მერანი“, 1985;
„ხეიბარი თოჯინა“ – თბილისი, „მერანი“, 1973.