ლადო ბურდული: ხვალ საქართველოს საფეხბურთო ისტორია გადაიწერება! მე მჯერა ჩვენი ბიჭების!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა ევროპის ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ფინალური მატჩის წინ გულშემატკივრებს გამხნევებისკენ მოუწოდა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ერთად უნდა დავდგეთ, როგორც არასდროს.
„მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ორი ფეხბურთელის მიმართ, მაინც ვიტყვი, რომ კვარაცხელიათი და შენგელიათი არ შემოიფარგლება ეროვნული ნაკრები და ხალხს ვთხოვ, მოვრჩეთ ამ თემას!
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები და გუნდი. ერთი ფეხბურთელი ვერ იგებს და ვერ აგებს თამაშს! ამიტომ, დავხუროთ ეგ თემა და გულშემატკივრებმა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვინც ხვალ გამოვა სათამაშოდ, მთელი საქართველოს დადებითი აურა და ემოცია მათ გადავცეთ! უნდა დავდგეთ ერთად როგორც არასდროს.
ხვალ საქართველოს საფეხბურთო ისტორია გადაიწერება! მე მჯერა ჩვენი ბიჭების! მე ვლოცულობ ჩვენი გუნდის გამარჯვებისთვის!“, – თქვა ლადო ბურდულმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ფინალური მატჩის წინ ორი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოგვაკლდნენ. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები