ზურაბ აბაშიძე: აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ისარგებლებს საქართველოს საჰაერო სივრცით

საქართველომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, რომელიც, სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე,  ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განთავსდება, გამონაკლისის სახით ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა.

ამის შესახებ “კვირას”  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

​დიპლომატის თქმით, საქართველომ ადრეც გამოთქვა მზაობა ყარაბაღში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

“გადაწყვეტილება სამშვიდობო კონფიგურაციისა და ეროვნული ინტერესებიდან, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. შეზღუდული დროის გათვალისწინებით როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების ნაწილის გადაყვანა კონფლიქტის ზონაში, წინასწარი შეთანხმებული გეგმით, განსაზღვრული პერიოდით, მოხდება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქმის კურსში ასევე ჩაყენებული არიან საქართველოს უცხოელი პარტნიორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები