აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოპოზიცის აქციაზე “ნაცმოძრაობის” წევრი, ბესიკ გაზედელიანი დააკავეს
ისანი-სამგორის რაონში საოლქო კომისასთან ოპოზიციის აქციაზე, სადაც შეკრებილები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ხმაური იყო.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საოლქო კომისიის შენობაზე პლაკატების გაკვრას ცდილობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი აქტივისტის, ბესიკ გაზდელიანის დაკავება მოხდა.
„სტიკერზე გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილის ფოტო. ჩვენ მაინც არ დავნებდებით, დააკავებენ ერთს, ორს, მაინც გამოვალთ და ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.