ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი – KIU Photo Contest იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსს:  –  „KIU PHOTO CONTEST“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ტარდება ააიპ „კულტურა და კონტაქტების“ ორგანიზებით და მიზნად ისახავს საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.

წლევანდელი კონკურსის თემაა:  „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (საქართველოს მოქალაქეებს და ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს).

კონკურსის ჟიური ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებისგან შედგება და მათ შორისაა:

ტომას დვორჟაკი – ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS პრეზიდენტი;
მერიენ გოლონი – Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი ფოტო რედაქტორი;
ალესია გლავიანო – Vogue Italia-ს მთავარი ფოტო რედაქტორი;
აზუ ნვაგბოგუ – African Artists’ Foundation (AAF)-სა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი და დირექტორი;
ნათელა გრიგალაშვილი – დამოუკიდებელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი.

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი.

გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტოპროექტების გამოგზავნა. ფოტოსერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი.

კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ, თუ რომელ კატეგორიაში მონაწილეობენ.

ფოტოკონკურსის კატეგორიებია:

პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტოსერიის გაგზავნის უფლება აქვს.

მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტოსერიის გაგზავნის უფლება აქვს.

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. ამ კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გაგზავნის უფლება აქვს.

კონკურსის პრიზები:

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 7 000 ლარი
III ადგილი – 4 000 ლარი

პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 7 000
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 3 000 ლარი

პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
I ადგილი – 3 000 ლარი
II ადგილი – 2 000 ლარი
III ადგილი – 1 000 ლარი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.kiuphoto.com

კონტაქტი
info@kiuphoto.com, ტელ.: 595 59 60 30, საკონტაქტო პირი მირა გრიგალაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები