სსფ: ტურიზმი შარშანდელ დონეს 2024 წელს დაუბრუნდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შარშანდელ ნიშნულს 2024 წლისთვის დაუბრუნდება.
“საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა”, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან $3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, წელს კი ეს რიცხვი 90-95%-ით შემცირდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 1.37 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.1%-ით არის შემცირებული.