საქართველო აშშ-სგან 132 მილიონ დოლარს მიიღებს

აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველო აშშ-სგან 132 მილიონ დოლარს მიიღებს.
სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით, საქართველოსთვის განკუთვნილი 132 მილიონი დოლარი ასე განაწილდება:
ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს – 83 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის – 5.7 მილიონი აშშ დოლარი;
ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის – 1.1 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და ტრეინინგისთვის – 2.2 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის – 40 მილიონი აშშ დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები