კინოჩვენებები „ჩაის სახლში“
„ჩაის სახლში“ ბაღში კინოჩვენებები გრძელდება. „შემოდგომის ყველაზე რომანტიკული თვეა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ეს კვირა მელოდრამებს მივუძღვნათ“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
11.11- SLEEPING WITH THE ENEMY / „საწოლში მტერთან“
ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის, როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს… გადაწყვეტილებას მიიღებს, საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს…
12.11- „ტკბილი ნოემბერი“ / SWEET NOVEMBER
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს, სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელი ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
13.11- A WALK TO REMEMBER / „იჩქარე შეიყვარო“
როდესაც პოპულარული ლენდონ კარტერი სკოლის დრამატულ სპეკტაკლში მონაწილეობას მიიღებს, მას ქალაქის თავის ქალიშვილი, ჯეიმი სულივანი შეუყვარდება. ჯეიმის გასაკეთებელი საქმეების სია აქვს ჩამოწერილი და კიდევ ძალიან დიდი საიდუმლო აქვს, რომელსაც ლენდონს არ უმხელს.
დასაწყისი: 18:00 საათზე.
მის: ჭავჭავაძის პრ.№1