ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში კორონავირუსის 1 056 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469
ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში კორონავირუსის 1 056 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469 , – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25″, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.