გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.