ცესკო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა.
“საარჩევნო საკითხებზე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანლობდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ავთანდილ ოსეფაიშვილის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითო იყო მისი კოლეგებისთვის.
ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.