ზვიად ძიძიგური: ოპოზიციამ ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ახლა მუნდირის თემაა, უკან არ იხევენ
“ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი ბერკეტი – შექმანს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების ჩატარების პროცესს გამოიძიებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციის კომისია არ არსებობს.
„ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი ბერკეტი – შექმნას საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების ჩატარების პროცესს გამოიძიებს.
კომისიას შეუძლია, მოიწვიოს თამარ ჟვანიადან დაწყებული ყველაზე დაბალი იერარქიის მქონე საარჩევნო მოხელით დამთავრებული პირი.
საპარლამენტო დროებით კომისიას შეუძლია პროკურატურისა და ყველა საგამოძიებო უწყების დაბარება და გამოკითხვა, ამაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციის კომისია არ არსებობს. ამ კომისიას სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფრის უფლება აქვს. ოპოზიციამ ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ახლა მუნდირის თემაა, უკან არ იხევენ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.