,,საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს”

“საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის.

,,ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები