კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე მნახველების დაშვებას დროებით ზღუდავს
ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის რისკის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე მნახველების დაშვებას დროებით ზღუდავს.
„დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს. მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკის გამორიცხვის შემდეგ, კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება, რის შესახებ სააგენტო ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება!“- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.