9 ნოემბერი თამაზ ჩხენკელის გარდაცვალების დღეა

მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი თამაზ ჩხენკელი 2010 წლის 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1952 წელს.
1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები” ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ–ი, ლექსები; რ. თაგორი „გიტანჯალი“, „ბენგალია“, „ბჰაგავატგიტა“, დანტე „ახალი ცხოვრება“, „ინდური საგალობლები“, „აღმოსავლური ლირიკა“, ჰომეროსის „ოდისეა“ და სხვ.
1972 წელს.დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში“.
იყო თბილისის საპატიო მოქალაქე,  ღირსების ორდენისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიების მფლობელი.
წიგნები:
„ტრაგიკული ნიღბები“: კვლევები ვაჟა-ფშაველას შესახებ (ავტორი). – თბილისი, მემკვიდრეობა, 2009.
„სარკითა და სახითა“, ლექსები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 2002.
„მწვანე ბივრიტი“ ლიტ.-კრიტ. წერილები (ავტორი). – ბათუმი, აჭარა, 2002.
„შეხვედრები და სინანული“ (რედაქტორი). – თბილისი, მერანი, 1995.
„მშვენიერი მძლევარი“ კრიტიკ. სტატიები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1989.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები