„მაია წყნეთელი“ – აღდგენილი ფილმის ონლაინჩვენება (ვიდეო)

მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრი 13, 14 და 15 ნოემბერს, 22:00 სათზე,  წარმოადგენს „მაია წყნეთელის“ აღდგენილ ვერსიას.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „მაია წყნეთელი” (1959) რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ქართველი კინოვარსკვლავების მონაწილეობით.
ფილმმა ახალი სიცოცხლე 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა დასრულდა მისი რესტავრაცია ციფრულ 2K ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია „ქართული ფილმის” ბაზაზე განხორციელდა.
ფილმის ნახვა შესაძლებელია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე (ფეისბუქლაივის ფორმატში).
ონლაინჩვენების გამართვამდე, მოცემული ბმული მოგვითხრობს, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ფილმის აღდგენა-რესტავრაციაზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები