ესტონეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა – მან ბაიდენის გამარჯვებას “ფალსიფიცირებული” უწოდა
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარტა ჰელმემ თანამდებობა პოლიტიკური სკანდალის ფონზე დატოვა მას შემდეგ, რაც ეჭვი შეიტანა იმაში, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდა.
ERR-ის ინფორმაციით, ესტონელმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
მარტა ჰელმემ და მისმა შვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მარტინ ჰელმემ შესაბამისი შინაარსის განცხადებები უქმეებზე გააკეთეს.
როგორც ჰელმე-უმცროსმა განაცხადა, არც დამდგარა საკითხი, რომ არჩევნები იყო ფალსიფიცირებული – “არ აქვს აზრი, ვისაუბროთ რაიმე დემოკრატიაზე თუ სამართლებრივ სახელმწიფოზე, როდესაც არჩევნების შედეგები შეიძლება, ასე თავხედურად და მასობრივად გააყალბო”.
მან ასევე ესტონური მედია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არც ცდილობენ, ახსნან, თუ რატომ დაიწყო ტრამპმა წაგება.
ჰელმე-უფროსმა ჯო ბაიდენს ,,კორუმპირებული,, უწოდა, ასევე, თქვა, რომ ტრამპი გაიმარჯვებს დიდი ბრძოლის შემდეგ, შესაძლოა – სისხლისზღვრის შედეგად, მაგრამ სამართლიანობა საბოლოოდ აღდგება.
ესტონეთის პრემიერმა, იური რატასმა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ჰელმეს კომენტარს “აბსურდული” უწოდეს, პრეზიდენტმა კირსტი კალიულანდმა კი თქვა, რომ ეს არის ესტონეთის დემოკრატიასა და უსაფრთხოებაზე თავდასხმა.
ამის შემდეგ ჰელმემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
“ვერ გამაჩუმებთ, ვერც პრემიერი, ვერც პრეზიდენტი და ვერც – პრესა”, – თქვა ბოლოს ჰელმე-უფროსმა.