ალბერტ ვაილერი: საქართველომ პირველად აირჩია ახალი საარჩევნო სისტემით – მოხარული ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასებებით

ბუნდესთაგის წევრი, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, ალბერტ ვაილერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოხარულია სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასებებით.

,,საქართველომ პირველად აირჩია ახალი საარჩევნო სისტემით. მოხარული (კმაყოფილი) ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასებებით. კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიისა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ამაში მხარი
დავუჭიროთ”, – წერს ალბერტ ვაილერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები