სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება. შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში  არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით“.

შეგახსენებთ, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები