„უხილავი საქართველო“ – ნიკოლო ვინჩენცოს ფოტოგამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმში, 10-17 ნოემბერს, ახალგაზრდა ხელოვანის, ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ნამუშევრების გამოფენა – „უხილავი საქართველო”  იქნება წარმოდგენილი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტოპროექტი „უხილავი საქართველო” ავტორის პირველი მასშტაბური საავტორო გამოფენაა. მის ფოტონამუშევრებში ასახულია თბილისის ცენტრალურ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, მათი ემოციები და ის გარემო, რომელშიც მუშაობენ.

ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო სკოლის მოსწავლეა. დაიბადა იტალიაში, დედით ქართველი ხოლო მამით იტალიელია. ფოტოგრაფიით 2018 წლიდან დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლის. 2020 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის (ICP) #ICPconcerned-ის ფოტოგამოფენაზე, ნიუ-იორკში.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები