„ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფიგი გამართა.
მდიანრაძემ ცესკოსთან არსებულ მოვლენებზე ისაუბრა..
„ოპოზიციისა და აქციის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია. სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობებს”,- განაცხდა მამუკა მდინარაძემ.