ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა

“დღეს მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი – აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენა იყო, შემცირებული იყო დაახლოებით 3 ათას კაცამდე, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის აქციაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხლა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა დაამტკიცა.

“ეს იყო რეალურად აქციის მონაწილეთა რაოდენობა. მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი მათთვის აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკოსთან, მერე დაიშლებიან და არ ვიცი, როგორ გააგრძელებენ. დღეს ყველაფერი გამოჩნდა ამ აქციით, ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა არჩევნების იმ შედეგების მიმართ ნდობა, რომელიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა მილიონამდე ქართველმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა იმ კურსს, რომელიც აღებულია. ეს არის დასავლური კურსი, განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის კურსი. ეს განსხვავებული იყო 2012 წლამდე და შემოვაბრუნეთ ჩვენ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები