ნიკა მელია: უნდა გადავინაცვლოთ და “კომენდანტის საათი” დავუწესოთ ცესკო-ს შენობას

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლებენ და საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში არავის მისცემენ შესვლის საშუალებას.

“ჩვენ ახლა ყველამ ერთად, ვინც კი ვართ, და ძალიან ბევრი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ, “კომენდანტის საათი” დავუწესოთ ცესკო-ს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქედან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველა”, – განაცხადა საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები