ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ცესკოს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2002 წლიდან დღემდე.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა. მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2002 წლიდან დღემდე. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია. საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ.
ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან, მაგალითად 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცათ 2 ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს. ხოლო აჭარის რეგიონში (6 მუნიციპალიტეტში) 4 ბიულეტენი – 2 საქართველოს პარლამენტის, 2 კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.