ანდრია გვიდიანი: სრულიად ოპოზიცია “რევოლუციურ” აქციაზე მთელი ქვეყნიდან 7 ათას კაცს რომ გამოიყვანს, კი უნდა შერცხვეთ

ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სრულიად ოპოზიცია “რევოლუციურ” აქციაზე მთელი ქვეყნიდან 7 ათას კაცს რომ გამოიყვანს, კი უნდა შერცხვეთ და წავიდნენ პოლიტიკიდან, მაგრამ სად არი სირცხვილი და ნამუსი”,- წერს გვიდიანი.

ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის შენობათან აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები