გიორგი კახიანი: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა პარლამენტთან დაახლოებით 6000 ადამიანის შეკრება მოახერხა.

მისივე თქმით, მოსახლეობას არეულობა და დესტაბილიზაცია არ უნდა.

“მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და კარგად ვიცით, რომ იყო მცდელობები, რომ რაიონებიდან ჩამოეყვანათ ხალხი. მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით ალბათ 6000 ადამიანი არის იქ შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო და მეორეც ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია”, – განაცხადა კახიანმა.

ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის შენობათან აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები