გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირისკენ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობას უკვე მართავენ.

დედაქალაქისკენ ასევე დაიძვრნენ ავტოკოლონები რეგიონებიდანაც.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები