დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს.
“ვუერთდები პრემიერ-მინისტრს და ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად”,- წერს ზალკალიანი “ტვიტერზე”.