საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს და წარმატებებს უსურვებს.