მამუკა მდინარაძე – ცესკო-ს ყოფილ თანამშრომელზე: დიმიტრი შაშკინის პროტეჟე იყო

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელმა, ერთ-ერთი დეპარტამენტის სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა.

ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ბურდული დიმიტრი შაშკინის პროტეჟეა და მისი მხრიდან მსგავსი საქციელი ბუნებრივია.

„არაა გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ ახლო ურთიერთობაში არიან „ნაცმოძრაობასთან“ და შესაძლოა, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ფონის შესაქმნელად იგივე გაიმეორონ.
შესაძლოა, ასეთი ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი მათ ილუზიას უჩენს, რომ შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს, ქვეყანა ჩამოიშალა. საქართველოში არაფერი იმალება.
ინფორმაციის გავრცელების ძალიან ბევრი წყარო არსებობს. facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები. როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო. ისინი მეგობრობენ და მისი საქციელი ბუნებრივია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები