მამუკა მდინარაძე: ახლა ამბობენ, რომ აზრი აღარ აქვს გადათვლას, იმიტომ, რომ გადათვლის შედეგად არ დადასტურდა ის, რასაც ისინი ამბობდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყველაზე პრობლემატურ უბნებზე, სადაც ოქმების და შესწორების ოქმების შედარებით ცესკომ ვერ შეძლო დაედგინა ხარვეზის გამომწვევი მიზეზი, ასეთი 19 უბანი, ხელახლა გადაითვალა.

„ახლა უკვე ახალი ნარატივი გააჩინეს, რომ აზრი არ აქვს დათვლას. ანუ, მათ არ უნდათ სიმართლეს გაუსწორონ თვალი. ყველაზე დიდი თავხედობაა, სიცრუით ამტკიცო სიყალბე” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ” არჩვენების დღემდე რამდენიმე დღით ადრე აცნობა საზოგადოებას.

„ჩვენ ამის შესახებ ახლა ხომ არ დაგვიწყია საუბარი, ამის შესახებ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენეთ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დროს მიუთითა წყაროს შესახებაც, მიუთითა სახელები და გვარები ვინ იღებდნენ ამ დესტრუქციულ მცდელობაში მონაწილეობას, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. მტკიცებულებები თუ იქნება შესაბამისად იქნება სამართლებრივი რეაგირება. მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ინფორმაციაზე, ბუნებრივია, ამას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოყვება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის ინფორმაცია რაც პრაქტიკულად დადასტურებულია როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები აქვთ თავის თავზე, იმიტომ რომ ჩვენ წინა დღეებში ვლაპარაკობდით კონკრეტულ ადგილებს, სადაც ეს დესტრუქცია იქნებოდა და ზუსტად იმ ადგილებზე იყო პროვოკაცია, გლდანი, ბოლნისი და ასე შემდეგ,”- აღნიშნა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაექვემდებარონ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ბულინგს და არ ჩაყვნენ სიცრუეში.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან,ი რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. ისინი რომ მართლები იყვნენ, არ დასჭირდებოდათ ტყუილებით და მანიპულაციებით ხალხის გაბრაზება. მაგალითად, გუშინ ისე გვაუწყეს, რომ გაბათილდა 80 ათასი ბიულეტენი, თითქოს დაინგრა ქვეყანა და ეს იყო ყველაზე მყარი და უტყუარი მტკიცებულება, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები. რეალურად არ არსებობს არჩევნები საქართველოში ჩატარებული და სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება, სადაც ბიულეტენების 3-4% ბათილი არ არის. შესაბამისად ამას რომ გამოიტან წინა პლანზე და მერე ახალ ნარატივს ქმნი და ატყუებ საზოგადოებას თითქოს ახლა აზრი აღარ აქვს, მართლაც კურიოზულია, კომიკურია”, აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები