თაკო ჩარკვიანი: დიახ, ახლა კოვიდია, მაგრამ საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია
მომწონს ჯაჭვის იდეა პირბადეებით, სადაც დისტანცია იქნება დაცული და ხელსაც არ მივადებთ ერთმანეთს, რადგან პასუხისმგებლიანები ვართ, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აქციის კულტურა მსოფლიომ უნდა დაინახოს.
„დიახ, ახლა კოვიდია, მე ძალიან განვიცდი ამას და ჩემი აზრი მინდა ვთქვა. საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია.
ხალხი სახელმწიფოს არ წაართმევინებს ოლიგარქს. საპროტესტო ტალღა დისტანციის დაცვით, ჯაჭვის ტიპის, წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება, ზემოდან რომ გადაიღებენ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ პოლიტიკური კულტურა.
ის რაოდენობა, რაც ჩამოდგება პირბადეებით დავდგეთ, დისტანცია დავიცვათ და ეს იქნება ჩვენი პროტესტი.
მომწონს ჯაჭვის იდეა პირბადეებით, სადაც დისტანცია იქნება დაცული და ხელსაც არ მივადებთ ერთმანეთს, რადგან პასუხისმგებლიანები ვართ, ამიტომ შემოვიტანე ზუსტად ეს ჯაჭვის იდეა. დანარჩენი პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიმტაცებელ ოლიგარქზეა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.