6 ნოემბერი რუსუდან ბოლქვაძის დაბადების დღეა

6 ნოემბერი დრამისა და კინოს მსახიობის,  რუსუდან ბოლქვაძის დაბადების დღეა. დაიბადა 1959 წლის 6 ნოემბერს თბილისში.

1980 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
1980 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” და კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, პარალელურად საქართველოს სხვადასხვა თეატრშიც თამაშობს; 2005 წელს გალერეა TMS-ში და მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა მისი ფოტონამუშევრების პერსონალური გამოფენა; ჩაბმულია საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში, დადგა სასკოლო სპექტაკლები: „მევიოლინე სახურავზე”(2008), „ენი“ (Annie, 2010) და „კავკასიური ცაცრის წრე” (2011). მონაწილეობდა სპექტაკლებში: „დონ ჟუანი”, „ბაკულას ღორები”, „ჩვენი პატარა ქალაქი”, „ზაფხულის ღამის სიზმარი”, „ალუბლის ბაღი”, “ძია ვანია”, „რომეო და ჯულიეტა” და სხვ. ფილმებში: „დონ კიხოტი”, „ჩემი ინგლისელი პაპა”, „აქედანა და შენამდე”, „ლეონარდო” და სხვ.
2012 წელს მ. თუმანიშვილის სახელობის  თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ზვავი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები