6 ნოემბერი გურამ ფირცხალავას გარდაცვალების დღეა

6 ნოემბერი საქართველოს სახალხო არტისტის გურამ ფირცხალავას გარდაცვალების დღეა. მსახიობი 2014 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა
გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. გადაღებულია 71 ფილმში. მიღებული ჰქონდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“.
გურამ ფირცხალავა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები