ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ოქრუაშვილი თქმით, ინფიცირების გამო, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ვერ მივა, თუმცა, ბარიკადები მის გარეშე არ იქნება.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკო-ს დათვლით 57-ე). საერთოდ, არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.
სად აღარ „აღმინიშნავს“ დაბადების დღე: მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.
წელს ვფიქრობდი, რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი-მეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.
ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორ დღეს აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და, სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება.
გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა, 8-ში მხოლოდ „იწყება“ და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…
მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, – წერს ოქრუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები