მოუტანს თუ არა ჯორჯიის შტატი ბაიდენს “ოქროს ბილეთს” – ტრამპთან სხვაობა 665 ხმამდე შემცირდა

ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი თავის მეტოქეს, ჯო ბაიდენს მხოლოდ 665 ხმით უსწრებს, დილით ეს მაჩვენებელი 1775-ს შეადგენდა.

ამჟამად, ორივე კანდიდატს შტატში ხმების 49,4% აქვს, კერძოდ, ტრამპს 2 448 183, ხოლო ბაიდენს 2 447 518 ამომრჩევლის მხარდაჭერა.

შტატში, დაახლოებით, 12 800 ბიულეტენია დასათვლელი, აქ გამარჯვება კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმას მოუტანს.

ამას გარდა, რჩება კიდევ სამი შტატი, რომელშიც ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, ესენია პენსილვანია – კოლეგიის 20 ხმით; ჩრდილოეთ კაროლინა – 15 ხმით და ნევადა 6 ხმით.

რაც შეეხება ამჟამინდელ სტატისტიკურ მონაცემს, ბაიდენის ყულაბაშია ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა, ტრამპის კი – 214. კანდიდატს გაპრეზიდენტებისთვის 270 ხმა სჭირდება.

ამრიგად, აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ჯორჯია შეიძლება, გახდეს ის შტატი, რომელიც ბაიდენს თეთრ სახლში მოსახვედრად ,,ოქროს ბილეთს,, მოუტანს, თუმცა, რჩება კიდევ სამი შტატი. რაც შეეხება ტრამპს, მან სავარძლის შესანარჩუნებლად გამარჯვება ოთხივე შტატში უნდა მოიპოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები