8 ნოემბერს პრემია „საგურამოს“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 183 წელი შესრულდება. 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, პრემია „საგურამოს“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, უკვე მეთვრამეტედ, 8 ნოემბერს, გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის” მიერ დაარსებული პრემია „საგურამო” და ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი. 2020 წლის პრემიის მფლობელები არიან:

პოეზია – ვახტანგ ღლონტი;
პროზა – ზურაბ სამადაშვილი;
კრიტიკა – მარინე ტურავა;
თარგმანი – გია ჯოხაძე;
️ხელოვნება – გიორგი კიკვაძე;
ჰუმანიტარული მეცნიერება – რისმაგ გორდეზიანი;
️საბავშვო ლიტერატურა – ვასილ გულეური.

️ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – ჟანრი ლოლაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები