გუდაუთის ე.წ. ხელმძღვანლის მოადგილემ “კოვიდ19”-თან ბრძოლის მიზნით რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურება სცადა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს, რომლის მიხედვით, გუდაუთის ე.წ. ხელმძღვანლის მოადგილემ, თემურ ვოზბამ გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურება სცადა.
როგორც “დიპლომატიურ წარმომადგენლობაში” განაცხადეს, “მოგვიანებით, შესაძლოა, საკითხზე განცხადება გავავრცელოთ”.
4 ოქტომბერს ასევე WhatsApp-ში გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია, რომ დაზარალებული, სავარაუდოდ, ურალის საავადმყოფოს ექიმია.