ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

პანსიონატის დირექტორის, მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი.

მისივე თქმით, ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილნი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.

პანსიონატში ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. მათი ინფორმაციით, ინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ. პანსიონატში 98 ბენეფიციარი ჰყავთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები