ბაიდენი პრეზიდენტობისთვის, ხოლო ტრამპი სასამართლო დავებისთვის ემზადება

მაშინ, როდესაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს გამარჯვებამდე 6 ხმა აშორებს, რესპუბლიკელების წარმომადგენელი, დონალდ ტრამპი სასამართლოში დავებისთვის ემზადება, რადგან, მისი იურისტების მტკიცებით, რამდენიმე შტატის შედეგი არის გადასახედი.

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპის შტაბი არიზონასა და ნევადას შტატებში ხმების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, რესპუბლიკელებს არა მხოლოდ შედეგების გასაჩივრება, არამედ აღნიშნულ შტატებში შედეგის გამოქვეყნების გადადება სურთ.

ასევე, ტელეკომპანიას კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ტრამპის შტაბი, “რა თქმა უნდა”, მოითხოვს ხმების გადათვლას, თუკი ის ჯორჯიის შტატში წააგებს. ის ამას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ბაიდენის ხმებთან სხვაობა 0,5%-ზე ნაკლები იქნება.

მანამდე Associated Press-მა დაწერა, რომ ტრამპის შტაბმა ჯორჯიის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა იმ მოთხოვნით, რომ საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ხმების დათვლისა და ფოსტით მიღებული ბიულეტენების შენახვის კანონი დაიცვან.

ასევე, მისმა ოფისმა მოამზადა სარჩელი მიჩიგანსა და პენსილვანიაში ხმების დათვლის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით თითქოს იმიტომ, რომ მოკლებულია ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებას, ასევე, ითხოვს ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლას.

3 ნოემბერს აშშ-ის გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული, ჯერჯერობით, გამოკვეთილი არ არის. ამ დროის მდგომარეობით, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი, 214.

 

ის, რომ ქვეყანაში ხმების დათვლის პროცედურა გაჭიანურდებოდა, მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიასთან დაკავშირებით ფოსტით ხმის მიცემის შესაძლებლობით ამერიკელების უპრეცედენტო რაოდენობამ ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები