თბილისის საჯარო ბაღები დღეიდან დროებით დაიხურება
დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.
“ეს ყველაფერი განპირობებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენივე პატარების უსაფრთხოებისთვის, ასევე, ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საკვები პროდუქტების დარიგების პროექტს, რომელიც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, ჩვენ დამოკიდებულები ვართ ეპიდვითარებაზე”, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.