აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს და მას გაპრეზიდენტებამდე 6 ხმა აშორებს.
ამის შესახებ FoxNews-ი იტყობინება. რაც შეეხება რესპუბლიკელების კანდიდატს, მას უკვე 24 საათია, არცერთი ხმა არ შემატებია და 213 ნიშნულზეა გაყინული.
FoxNews-ის პროგნოზით, ბაიდენმა 6 ხმის მისაღებად ნევადას შტატში უნდა მოიგოს.
ამის პარალელურად, ბაიდენის გუნდმა “გარდამავალი პერიოდის საიტი” შექმნა, რომლის ამოცანა იქნება დონალდ ტრამპის მიერ ხელისუფლების გადაბარების მომზადება.