ხორვატიაში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება
ხორვატიაში, „სპლიტის კინოკლუბში” ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება. კინოკლუბი ნოემბრის ორ შაბათ-კვირას დაუთმობს ქართულ ფილმებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სპეციალურად შეირჩა ფილმები, რომლებიც ასახავს ქართული კინოს „ოქროს ხანას“. პროგრამა უფასოა და დიდ ეკრანზე ცნობილი ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმების ნახვა ყველას შეუძლია.
განრიგი:
6 ნოემბერი, 20:00 საათი
„ქორწილი“ რეჟ. მიხეილ კობახიძე -1964
„ალავერდობა“ რეჟ. გიორგი შენგელაია – 1962
7 ნოემბერი, 20:00 საათი
„ქოლგა“, რეჟ. მიხეილ კობახიძე – 1967
„ნამე“, რეჟ. ზაზა ხალვაში – 2017
13 ნოემბერი, 20 საათი
„მუსიკოსები“, რეჟ. მიხეილ კობახიძე 1969
„სამი სახლი“, რეჟ. ზაზა ურუშაძე 2008