გივი მიქანაძე: ის რაც ახლა ხდება საოლქო კომისიებთან, ეს არის წინასწარ დადგმული სცენარი

„ის რაც ახლა ხდება საოლქო კომისიებთან, ეს არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და საზოგადოებას დაანახოს, ვითომდა კანონმდებლობით მათ აქვთ უფლება შევიდნენ და დაესწრონ იმ პროცესებს, რომელსაც საოლქო კომისიები მართავენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ საოლქო კომისიებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოციზიის მოთხოვნები არალეგიტიმურია. ამასთანავე, გივი მიქანაძე მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეაფასონ საოლქო კომისიასთან მიმდინარე მოვლენები:

„რეალურად ჩვენ ამ წუთებში მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ოფიციალური განმარტება, სადაც იყო ჩამოთვლილი თითოეული უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ამ პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. ამიტომ მათი მოთხოვნები აბსოლუტურად არალეგიტიმურია და საზოგადოების თვალში ამ სცენარს წარმოადგენენ ისე, თითქოს ხელისუფლების ორგანოები უკანონოდ არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ შევიდნენ და დაესწრონ პროცესებს. ამასთანავე განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან დასამკვირვებლო პროცესში, რომ შეაფასონ და დააკვირდნენ ამ პროცესებს და მისცენ თავისი შეფასება ამ მოვლენებს, იმიტომ რომ ისინი, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ერკვევიან კანონმდებლობაში და მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ საოლქო კომისიებში ამჟამად ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, იქ აქვთ უფლება ესწრებოდენ როგორც სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები თარჯიმნებთან ერთად. ამიტომ ეს პროცესი მართლაც გამჭვირვალეა. აქ არანაირი საფუძველი არ არის, რომ რაღაცა ხელის შეშლა იყოს და ამ ყველაფრის ინსცენირება რაც ხდება, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციისგან კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში დანერგონ აზრი იმისა, რომ ხელისუფლება ამ წუთას მოქმედებს საზოგადოების საწინააღმდეგოდ. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმას და ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ძალა, ვინც არ უნდა იყოს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს,”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები