მეტეხის გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელთა ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები