თბილისში, კოვიდინფიცირებულთა სასტუმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ერთ-ერთ კოვიდინფიცირებულთა სასტუმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს შაქრის დონე 400-მდე ჰქონდა.
„შაქარი 400-მდე იყო. წნევაც მაღალი ჰქონდა. სასწრაფო არ დაეხმარა და კლინიკაში არ გადაიყვანა. სასწრაფოს ვუთხარი, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ აქ მოიყვანეს“, – ამბობს გარდაცვლილი ოჯახის ახლობელი.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები