ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ მოიმატა
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ.
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა იმიტომ, რომ ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა. საკმაოდ დიდია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ჯგუფები. აქაც პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში უვლინდება პირს გარკვეული სიმპტომი, აუცილებელია, დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, – განაცხადა გამყრელიძემ.